კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში ბოლნისსა და საკარანტინო ზონებს უკავშირდება

ამ დროისათვის საქართველოს იმ კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, 158 ადამიანი მკურნალობს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. კორონავირუსის ახალი რვა შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო ზონას, ხოლო ორი ე.წ. ბოლნისის წყაროს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის საქართველოს იმ კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, 158 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოს მზად არის დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში

ეზუგბაიას თქმით, რვავე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკაში ამჟამად 40 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში შემოვიდა რვა დადასტურებული შემთხვევა და ერთი სწრაფი ტესტით დადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, დღეს ცხვირ-ხახის ნაცხი გაკეთდება და PCR კვლევა ჩაუტარდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მან აღნიშნა, რომ ახალ ინფიცირებულთა შორის არ არიან ადამიანები რისკის ჯგუფიდან – ასაკოვანი პაციენტები, მაგრამ ერთი 16 წლის მოზარდია.

რაც შეეხება სამ პაციენტს, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 77 პროცენტზე მეტი გამოჯანმრთელდა

„სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებდით, მკვეთრად გაუმჯობესებულია. შესაძლებელია მათ მდგომარეობაზე ვილაპარკოთ, როგორც საშუალოზე მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი მსუბუქად მიმდინარე“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევბი 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში უცხოეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.