თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ 38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა>>
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს განბაჟების თანხა მთავრობამ იმიტომ გადაუვადა, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.
„არასდროს არ მითქვამს. მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი. 38 000 ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგი მცირე მეწარმე, ბიზნესმენი, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟების თანხა დღევანდელ მდგომარეობაში, ამ კრიზისში ადამიანისთვის რა იქნებოდა?!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში დღეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.