COVID-19 საქართველოში: პაციენტების 77 პროცენტზე მეტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში სამით გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად 576-ს (77,2%) შეადგენს, დაავადებულთა რაოდენობა კი რვით გაიზარდა და ამ დროისათვის 746 ადამიანს შეადგენს. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამჟამად საქართველოში COVID-19-ზე 158 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვს დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატება.

კარანტინში იმყოფება 2 966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.