თბილისი, 28 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 191 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 125-მა პაციენტმა მკურნალობა დაასრულა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა ორი ადამიანი - 66 და 64 წლის.
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4759 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3022 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 - გარდაიცვალა.
COVID-19-ით ინფიცირებული 1681 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 53 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 62 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 284 669 ტესტირება ჩატარდა.