ყვითელი ამბები

„კორპუსიდან პომიდვრები გვესროლეს...“ – დოროყაშვილის ადვოკატის განცხადება

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ ნელდება.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველებს კორპუსიდან პომიდვრები ესროლეს. ინფორმაციას ერთ-ერთი უფლებადამცველი ანა აბაშიძე ტელეკომპანია „TV პირველთან“ ადასტურებს და აცხადებს, რომ ინცინდენტი გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ მოხდა.

„ნეკას ეს „ძალადობა“ ჰაერივით სჭირდებოდა“ – თამარ ივერი ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
„პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ”, – განაცხადა აბაშიძემ.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელია. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს დოროყაშვილის ინტერესებს.

24 მაისს საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარის გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი წუხს და ბოდიშს იხდის

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმის პროკურორი ასევე ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი.

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.