ყვითელი ამბები

„სიამოვნებით გავასაჯაროებდი მტკიცებულებებს...“ – ადვოკატი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რითიც დასტურდება, რომ ჩოგბურთელს მეუღლეზე არ უძალადია.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ, სამწუხაროდ, არ აქვს უფლება საქმის მასალები გაასაჯაროოს, თუმცა საზოგადოება მალე ნახავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომლებიც ფაქტებზეა დამყარებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ცნობილ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაო 24 მაისს შეუფარდა.

გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას: ნიკა ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

„ნაჯახით გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს...“- ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის აღიარება

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.