თბილისში გაიმართება ონლაინ-კონფერენცია „COVID-19 და ტურიზმის პრობლემები“

ექსპერტები საქართველოს და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან იმსჯელებენ აქტუალურ თემაზე - პანდემიის ზეგავლენაზე მსოფლიო ტურიზმზე
Sputnik

საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია თემაზე „COVID-19 და ტურიზმის პრობლემები“ თბილისში 25 მაისს გაიმართება - მისი სპიკერები იქნებიან პროფესორები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ტურიზმი და კორონავირუსი: თბილისის ცენტრი ძილის რეჟიმში - ფოტო >>

„ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვისაც“, - აღნიშნავენ ინიციატივის ავტორები.

აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა: გამოჯანმრთელდა ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი

ვირტუალურ ფორუმზე წარდგებიან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის (ბულგარეთი) რექტორები და პროფესორები.

მსოფლიო ტურიზმზე პანდემიის გავლენებზე იმსჯელებენ ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კოორდინატორი წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში ბექა ჯაყელი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ბრეგაძე.

ღონისძიების ორგანიზატორია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. კონფერენცია 11:00 საათზე დაიწყება და Google Meet-ის პლატფორმაზე გაიმართება.