ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ

საქართველოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ასე­თია სპორ­ტი, ნე­კამ ამის შე­სა­ხებ თა­ვი­დან­ვე იცო­და“ – ბასილაშვილი ცოლს დაშორდა?

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. სამართალდამცველებმა ჩოგბურთელი 22 მაისს დააკავეს.

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.