თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება გაისმა, იუწყება ტელეარხი Imedi.
გურიაში ბანკის თანამშრომელი შურისძიების მოტივით მოკლეს >>
ინციდენტი სოფელ კოხნარში გუშინ საღამოს, კომენდანტის საათის დასრულებამდე საათნახევრით ადრე მოხდა.
ტელეარხის მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავდა. აფეთქება საზოგადოებრივი ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც Liberty Bank-ის ბანკომატი მდებარეობდა.
შსს-ში აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით“. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ამასთან, მედია საშუალებები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფეთქებით დაზიანებული ბანკომატიდან დაკარგულია თანხა. სახელდება განსხვავებული ციფრები - 3 ათასი ლარიდან 10 ათასამდე. ბანკს ოფიცალური განცხადება არ გაუკეთებია.
სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის ივლისში გაიხსნა და მიმდებარე სოფლების დაახლოებით 5 ათასს მოსახლეს ემსახურება.