თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა, ნათქვამია საქართველოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ >>

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა.

თუმცა, უწყების ინფორმაციით, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

„გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნები განახლდება 

თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ.

22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.