თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა მედდა ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებს გამჭვირვალე დამცავ კოსტიუმში გამოეცხადა, რომელიც პირდაპირ ქვედა საცვლებზე ეცვა, იუწყება მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი რუსეთში, ქალაქ ტულაში მოხდა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა ფოტო გადაუღო „შილიფად ჩაცმულ“ 23 წლის მედდას და ის ადგილობრივი გაზეთის რედაქციაშიც კი გაგზავნა. გამოცემა Тульские Новости-მ სურათები საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა.
ახალგაზრდა ექთანმა განაცხადა, რომ დამცავ კოსტიუმში ძალიან ცხელოდა და ამიტომაც გადაწყვიტა, ქვემოდან თხლად ჩაეცვა. მისი თქმით, არ ეგონა, რომ კოსტიუმი ამდენად გამჭვირვალე იქნებოდა.
ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანომ გაფრთხილება მისცა დაუდევარ სამედიცინო მუშაკს.
გარდა ამისა, საავადმყოფოს პერსონალთან განმარტებითი საუბარიც ჩატარდა სპეცტანსაცმლის გამოყენებასთან დაკავშირებით და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებზე კონტროლიც გაძლიერდა.