ბევრი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე კურსელებს და თანაკლასელებს მხოლოდ მომავალ სასწავლო წელს იხილავს. ყველაზე მეტი სირთულე კორონავირუსის პანდემიის დროს კურსდამთავრებულებს ჰქონდათ.
მაგალითად, საშუალო სკოლების მილიონობით კურსდამთავრებული აშშ-ში ტრადიციული საღამოს გარეშე დარჩა. ტელევიზორების ეკრანებიდან მათ რჩევები მისცეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, სწავლის დასრულების აღნიშვნა მათ საკუთარ ეზოში მოუწიათ.
აშშ-ის უნივერსიტეტებსა და სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებს სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ესაჭიროებოდათ - სადღაც ცერემონია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით აღნიშნეს, ზოგან - მაყურებლების გარეშე, ზოგმაც საავტომობილო აღლუმი გამართა.