საქართველოში კორონავირუსით სომხეთის ორი მოქალაქე დაინფიცირდა

ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად ბორჯომში საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ, რადგან ინიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში მცხოვრები სომხეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ თბილისში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით.

სომხეთის მოქალაქეები რუსეთიდან საქართველოს გავლით სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ >>

ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ხუთშაბათს თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

„1992 წელს დაბადებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მისი წლინახევრის ქალიშვილი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა სომხეთის საელჩოს პრესსამსახურის უფროსმა არუთ აირაპეტიანმა.

მან აღნიშნა, რომ დედა-შვილი ბორჯომში ცხოვრობენ. ისინი თბილისის კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. ისინი კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც დადასტურდა მათი კონტაქტი ინფიცირებულთან.

21 მაისის მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ის 721 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ერთ დღე-ღამეში - 8 ადამიანი. სომხეთში ეს მაჩვენებელი 5606-ს შეადგენს. ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.