რუსეთში ქართული გაერთიანებების ერთიან ბაზას ქმნიან

ინიციატივის მიზანია - რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების და საქართველოდან წასული ადამიანების გაერთიანება
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ქართულ-რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დიასპორების საქმეების დეპარტამენტის ინიციატივით რუსეთში ქართული გაერთიანებების ერთიან ბაზა იქმნება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.

მარად ცოცხლები: გრიბოედოვის თეატრი და მეორე მსოფლიო ომი >>

თავად დიასპორების საქმეთა დეპარტამენტი ახლახანს შეიქმნა - მაისის დასაწყისში. მისი მიზანია გააერთიანოს ქართველები და საქართველოდან წასული ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამასთან, დეპარტამენტი ეხმარება რუსული დიასპორული ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში.

მოსკოვში ქართველთა დახმარების შტაბი ამოქმედდა

„ეს ბაზა საშუალებას მოგვცემს არამარტო შევიტყოთ ერთმანეთის შესახებ, არამედ უფრო აქტიური ერთობლივი თანამშრომლობა დავიწყოთ“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

ბაზაში მოსახვედრად ელექტრონულ მისამართზე info@rusgeo.org უნდა გაიგზავნოს შემდეგი მონაცემები: ორგანიზაციის დასახელება, ხელმძღვანელობის შემადგენლობა, საკონტაქტო მონაცემები.

რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი 2015 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. მასთან სამი დეპარტამენტი ფუნქციონირებს: რუსეთისა და საქართველოს სოციალურ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ახლადშექმნილი - დიასპორების საკითხების დეპარტამენტი.