მსოფლიო დღეს

საბერძნეთში საქართველოს ცხრა მოქალაქე დააკავეს

გამოძიებულია ქურდობის 31 შემთხვევა.  საერთო ჯამში, უკანონოდ მოპოვებული ქონება 150 ათას ევროს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ორგანიზაციის ცხრა წევრი დააკავეს,  ნათქვამია საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს

ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა: 28–დან 51 წლამდე ასაკის რვა მამაკაცი და ერთი ქალი.

გავრცელებული ინფორმაციით,  სპეცოპერაცია, სახელწოდებით „სპირალი“, 13 მაისს ჩატარდა.

პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ძირითადად საბერძნეთის პერიფერიაში, ატიკაში მოქმედებდნენ. სულ გამოძიებულია ქურდობის 31 შემთხვევა. საერთო ჯამში უკანონოდ მოპოვებული ქონება 150 ათას ევროს აღემატება.

ამ დროისთვის დაკავებულები ათენის  პროკურატურაში არინ გადაყვანილი.