მოტივაცია და უცნობი ფაქტები: რას გვიმზადებენ საქართველოს მუზეუმები დღეს?

2020 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მუზეუმების კვირეული ვირტუალურ სივრცეში აღნიშნება. გაეცანით ხუთშაბათს, 21 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს.

თბილისის ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ეროვნული გალერეის 100 წლისთავს აღნიშნავს.  აქ გაეცნობით ამ დრომდე უცნობ ფაქტებს  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერიის შესახებ. 

მუზეუმების საერთაშორისო დღე: საქართველოს მუზეუმები ონლაინ–ექსკურსიებზე გეპატიჟებიან

აჭარის სახელმწიფო მუზეუმი გეპატიჟებათ საინტერესო ვებინარზე „რატომ უნდა ვეწვიოთ მუზეუმებს“ და ფოტოგამოფენაზე  „ტოლერანტობა და შემწყნარებლობა აჭარაში“ (რელიგიის მუზეუმში). გარდა ამისა, კვლავ გრძელდება ტრენინგ-ვებინარი თემაზე „ისწავლე და დასაქმდი“.

თელავის სახელმწიფო მუზეუმი დამთვალიერებლისთვის საინტერესო და სამოტივაციო თემას ამზადებს. აქ წარმოდგენილი იქნება შშმ პირის ნინო ობოლაძის ნახატების ვირტუალური გამოფენა თემაზე „ხატვამ შეაძლებინა“.
საქართველოში 18-დან 25 მაისამდე პერიოდში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება – ეს არის ონლაინ-გამოფენების, ვირტუალური ექსკურსიების, ვებ-კონკურსების, ვიქტორინებისა და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების სერია. მიმდინარე წლის თემაა „მუზეუმები თანასწორობისთვის: „მრავალფეროვნება და ინკლუზია“.

საქართველოში მუზეუმების კვირეულის სრული პროგრამა იხილეთ აქ.