მსოფლიო დღეს

Tesla ელექტრომობილებს მასიურად გააიაფებს: ჩვეულებრივი მანქანის ფასი

სიახლის მასობრივად გაყიდვა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში დაიწყება. ექსპერტების თქმით, ახალი აკუმულატორები ყველა ელექტრომობილს გააიაფებს ჩვეულებრივი მანქანების დონემდე.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. კომპანია Tesla მზადაა გააიაფოს საკუთარი ელექტრომობილები და გაუთანაბროს მათი ფასი ჩვეულებრივი, შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების ფასს, იუწყება სააგენტო Reuters-ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს ახალი, გაუმჯობესებული და იაფი აკუმულატორების ხარჯზე მოხდება, რომელიც 1,61 მლნ კმ-ის გავლაზეა გათვლილი.

ირკვევა, რომ Tesla-ს ახალი ბატარეები უახლესი ტექნოლოგიით დამზადდება, ხოლო მის ქიმიურ შემადგენლობაში აღარ იქნება კობალტი — იშვიათი და ძვირადღირებული ლითონი. 

ილონ მასკი კოსმოსში „ბოევიკს“ გადაიღებს - ცნობილია მთავარი როლის შემსრულებელი

ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ აკუმულატორებში გამოიყენებენ ისეთ ქიმიურ დანამატებს, მასალებსა და საფარველს, რომლებიც შეამცირებს შიდა ძაბვას და საშუალებას მისცემს ბატარეას, შეინახოს დიდი ენერგია იმაზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს აქამდე იყო.

არსებული ინფორმაციით, Tesla-ს ახალი აკუმულატორები, რომლებიც კომპანიამ Amperex Technology-ს სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა, თავდაპირველად ჩინური წარმოების Model 3-ის სედანებში დამონტაჟდება, თუმცა შემდეგ მათ სხვა ელექტრომობილებშიც ჩადგამენ.

სიახლის მასობრივად გაყიდვა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში დაიწყება. ექსპერტების თქმით, ახალი აკუმულატორები ყველა ელექტრომობილს გააიაფებს ჩვეულებრივი მანქანების დონემდე.