სკანდალი საქართველოს საბანკო სისტემაში: სებ-ის და საინვესტიციო კომპანიის ურთიერთბრალდებები

ეროვნულმა ბანკმა ქართულ კომპანიას დამატებით დაფინანსებაზე უარი უთხრა ინტერესთა კონფლიქტისა და არსებული ლიმიტის გადაჭარბების გამო
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ ეროვნული ბანკის მისამართით გაჟღერებულმა მოწოდებამ იყოს უფრო მოქნილი და ბიუროკრატიას შეეშვას რეგულატორის აღშფოთება გამოიწვია.

ყველაფერი დაიწყო ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბანკიდან“ კრედიტის აღება მოითხოვა.

მისი თქმით, კომპანიამ ამოწურა „თიბისი ბანკში“ დაფინანსების ლიმიტი, რომელიც ეროვნული ბანკის წესებით არის განსაზღვრული. ამასთან რეგულატორმა „საქართველოს ბანკს“ ჯგუფის დაფინანსების ნებართვა არ მისცა.

ეროვნული ბანკის პროგნოზი: როდის შეწყდება საქართველოში ფასების მატება

„ამ საკითხში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ, რაღაც გაურკვეველი ბიუროკრატიული ბარიერებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია კორონავირუსის ფაქტორის გამოყენებას ცდილობს და მოქმედი რეგულაციების დარღვევით საბანკო სისტემისგან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღებას ცდილობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, რომელიც აერთიანებს ორ სააფთიაქო ქსელს, სადაზღვევო კომპანია Imedi L-ს და „ევექსის“ კლინიკებს, თავის მხრივ წარმოადგენს შემადგენელ ნაწილს საინვესტიციო კომპანიაში „საქართველოს კაპიტალი“, რომელსაც ასევე აქვს წილები „საქართველოს ბანკში“, დეველოპერ М2-ში და სხვა კომპანიებში.

„საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღება ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ 119,7 ათასი სესხის გაიაფება გამოიწვია >>

„აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენ მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.