თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-ის ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4472-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
შედარებისთვის, 16 მაისის დილის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 4283 დადასტურებული შემთხვევა იყო.
ამგვარად, ერთ დღე-ღამეში დადასტურდა 189 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 60 ადამიანი. კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ - 24.
ახალი მონაცემებით, კორონავირუსი 1925-მა ადამიანმა დაამარცხა. კლინიკებში მკურნალობს 2463 პაციენტი.
ქვეყანაში საერთო ჯამში 40 230 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში 16 მარტიდან 13 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.