ზუგდიდში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა

პარასკევს კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლს, რომელსაც სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რომელის თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში COVID-19 სამ ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა იმ მამაკაცის დედასა და ორ შვილს, რომელსაც ვირუსი პარასკევს დაუდგინდა.

მამაკაცი 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ 6 და 7 მაისს ახორციელებდა შიდა გადაზიდვებს თბილისში. 9 მაისს მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, 14 მაისს კი მან რუხის კლინიკას მიმართა.

მიმდინარეობს ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება.

საერთო ჯამში რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული რვა პაციენტი მკურნალობს.

ნიკა ლატარია