„მასტერ-შეფი“: საქართველოში ყველაზე გემრიელი რეალიტი-შოუ ეკრანებზე ბრუნდება

წინა სეზონების მსგავსად, კულინარიული შოუს მონაწილეების მუშაობას ავტორიტეტული ჟიური სამი ცნობილი შეფის შემადგენლობით შეაფასებს
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. პირველი არხის პოპულარული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ მესამე სეზონი პირველ არხზე 24 მაისს დაიწყება, იუწყებიან პროექტის პროდიუსერები.

საქართველოს საუკეთესო მზარეულს „მასტერშეფი“ 1 იანვარს გამოავლენს >>

ნინი გოგიჩაიშვილი „მასტერშეფში“ მონაწილეობს - რა მოამზადა მოდელმა მეგა-შოუში

„მასტერ-შეფის“ პირველი სეზონი 2019 წლის 18 მაისს დაიწყო. პროექტმა ტელეეკრანებთან მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა. შოუში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი 70-მდე კულინარმა გაიარა.

„მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული პროექტის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნუცა სურგულაძე გახდა. პრიზის სახით ნუცამ ბინა ბათუმის სანაპიროზე მიიღო. შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული 19 წლის სტუდენტი ია ძაგანია გახდა.

როგორც გასულ სეზონზე, ამჯერადაც შოუს მონაწილეებს შეაფასებენ საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის" დამაარსებელი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია.