ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 18 მაისს

საქართველოს დედაქალაქში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი - ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე აიწევს
Sputnik

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ორშაბათს, 18 მაისს თბილი და დროგამოშვებით მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:37 საათზე ამოვა და 20:17 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 14, დღისით მაქსიმალური კი პლუს 25 გრადუსი იქნება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.