მსოფლიო დღეს

რატომ არიან მტირალა ბავშვები უფრო ჯანმრთელები: ექიმი კომაროვსკი განმარტავს

აღსანიშნავია, რომ პედიატრი ცრემლდენის კუთხით პირშუშხას ჯანჯაფილზე წინ აყენებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს მისი მსგავსი ეფექტი არ აქვს.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პირშუშხა ეფექტურად ებრძვის ვირუსებს და ის შესაძლოა ასევე ეფექტური იყო კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის, გამომდინარე მისი ცრემლმდენი თვისებიდან, წერს პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ Instagram-ზე. 

პედიატრი: ცუდს კოკა-კოლაში ვერ ვხედავ ერთის გარდა...

ექიმის განმარტებით, ცრემლებს ვირუსის საწინააღმდეგო თვისება აქვს მათში შემავალი ცილის - ლიზოციმის გამო.

„ცრემლების დიდი ნაწილი საცრემლე არხით ხვდება ცხვირში. სწორედ ამიტომ ვქსუტუნებთ ტირილის დროს. ცრემლები შეიცავს განსაკუთრებულ ცილას, რომელსაც ლიზოციმი ჰქვია. ეს უნიკალური ანტივირუსული ცილაა — საკმაოდ მძლავრი ფაქტორი არასპეციფიკური იმუნური დაცვისთვის. ამიტომაა, რომ მტირალა ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ირეცხავენ ცხვირს ლიზოციმით, ანუ ცრემლებით, უფრო იშვიათად ავადმყოფობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც არ ტირიან“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი.

გამომდინარე აქედან, როგორც კომაროვსკი განმარტავს, პირშუშხა (хрен) შეიძლება განვიხილოთ პოტენციურ პროფილაქტიკურ საშუალებად მისი ცრემლმდენი თვისების გამო.

არის თუ არა შოკოლადი კალციუმის მტერი: დოქტორი კომაროვსკი განმარტავს>>

აღსანიშნავია, რომ პედიატრი ცრემლდენის კუთხით პირშუშხას ჯანჯაფილზე წინ აყენებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს მსგავსი ეფექტი არ აქვს.