მსოფლიო დღეს

პოლიციელმა ახალგაზრდები გააჩერა და... ჩემოდანში ცხედარი აღმოუჩინა

პოლიციის ოფიცერმა შემთხვევით გააჩერა გზის პირას მოსეირნე ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის წყვილი და დანაშაულის მოწმე გახდა.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ქალი და მამაკაცი, რომლებსაც ჩემოდნით ადამიანის გვამის ნაწილები გადაჰქონდათ, იუწყება გამოცემა Mirror.

„იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი ქართველი

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა უელსისა და ინგლისის საზღვარზე მოხდა.

„ბირმინჰემელი 20 წლის ქალი და ვურველჰემპტონელი 30 წლის მამაკაცი, რომლებიც მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი, დაპატიმრებული არიან“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ირკვევა, რომ პოლიციის ოფიცერმა საეჭვო წყვილი მაშინ გააჩერა, როდესაც ისინი გზის გაყოლებაზე მისეირნობდნენ, და ჩემოდნის გახსნა მოსთხოვა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ცხედრის დანარჩენი ნაწილების ძებნა.