საქართველოში მამები დეკრეტულ შვებულებაში გასვლას შეძლებენ

„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენონ როგორც ბავშვის დედამ, ასევე მამამ.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ახლო მომავალში საქართველოში ახალშობილთა მამები ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების აღებას შეძლებენ - „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. 

მესაკუთრე მშობლები, ანუ რატომ დაავიწყდათ ქართველ ახალგაზრდებს სიტყვები: „მე თვითონ“

კანონპროექტის თანახმად, ქალს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო 126-დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში - 143-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აიღოს. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 57 კალენდარული დღე.

ცვლილებების თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენონ როგორც ბავშვის დედამ, ასევე მამამ.

ასეთ შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ორი კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ.

„შრომის კოდექსში“ ცვლილებების სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.