შშმ პირი პანსიონატში იძულებით „გაათხოვეს“ - სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოხვდა შემთხვევა, რომელზეც თავად შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარი საუბრობს.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარი მისი ნების წინააღმდეგ „გაათხოვეს“, აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხება.

საქართველოში მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირების პანსიონატებში ტესტირება დაიწყება

ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა პრობლემაზე ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს ისაუბრა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბენეფიციართა შორის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხი მწვავედ დგას შშმ პირთა პანსიონატებში - ხშირად ბენეფიციართა ერთი ჯგუფი ცდილობს დაჩაგროს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მეორე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა სამიზნე დაწესებულებებში მყოფ რეპროდუქციული (15-დან 49 წლამდე) ასაკის ქალ პაციენტებთან/ბენეფიციარებთან, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პერსონალთან და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან. კვლევის ექსპერტებმა ასევე გააანალიზეს 120-მდე პაციენტის/ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ სამშბათს გამოქვეყნდა. ანგარიში დაიწერა მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა.

შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე 65 წლის ფრიდონ ქანთარიას პატიმრობა შეეფარდა

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.