საქართველოში მშენებლობები შემცირდა – ახალი სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2020 წლის იანვარი-მარტში საქართველოში ექსპლუატაციაში 419,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 484 ობიექტი შევიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართობის მოცულობა 38,2%-ით, მათი რიცხვი კი 21,8%-ით შემცირდა.
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

რეგიონების ტოპ–5 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით 

რეგიონიობიექტების რაოდენობაწილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი14329,5
კახეთი6112,6
იმერეთი5912,2
ქვემო ქართლი5711,8
სამეგრელო–ზემო სვანეთი4910,1


2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 2,3 ათასი ნებართვა 1,5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.

2019 წელთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 11,4%-ით გაიზარდა, ფართობი კი - 11,6%-ით.

გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 78,3% ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის.

რეგიონების ტოპ-5 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით 

რეგიონინებართვების რაოდენობაწილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი1 25454,9
აჭარა22810,0
ქვემო ქართლი1546,7
იმერეთი1536,7
მცხეთა–მთიანეთი1486,5

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.