COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი უკან იხევს? როგორ ვითარდება ვირუსი ქვეყანაში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა – ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად მცირდება. ამასთან, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი. 

საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. საქართველოს მთავრობამ ეპიდემიის შეკავების მიზნით მკაცრი ზომები პრაქტიკულად პირველივე დღეებში გაატარა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია გადაადგილებაზე რიგი შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი.

ასე რომ, 2,5 თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვითარების სტაბილიზება და მოვლენების ევროპული განვითარებისგან თავის დაღწევა. ქვეყანამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

მთლიანობაში საქართველოში ბოლო ორ კვირაში ეპიდვითარების დადებითი დინამიკა ფიქსირდება. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაისის დასაწყისიდან: 

 თარიღიდღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობადღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
1 მაისი2723
4 მაისი416
7 მაისი56
8 მაისი88
9 მაისი39
19 მაისი912
11 მაისი38
12 მაისი332

COVID-19-ის სიმპტომები საქართველოში

სიმპტომები, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ:  

სიმპტომებიპროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან
ტკივილი გულ-მკერდის არეში5%
გულისრევა, პირღებინება6%
დიარეა10%
ყნოსვის/გემოს ცვლილება11%
კუნთების ტკივილი12%
ტკივილი სახსრებში13%
სურდო15%
თავის ტკივილი17%
ყელის ტკივილი24%
საერთო სისუსტე36%
ხველა36%
ტემპერატურა, შემცივნება72%

საქართველოში ტესტირება მთლიანობაში 30,8 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19 642 ადამიანს დაუდგინდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა 11 ადამიანი.

შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: 

ასაკიინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი
0–1 წელი1%
2–4 წელი2%
5–14 წელი6%
15–29 წელი 19%
30–39 წელი18%
40–49 წელი16%
50–59 წელი18%
60–69 წელი11%
70–79 წელი7%
80 წელი2%