თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი უკვე 642 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
გამოჯანმრთელდა 349 ადამიანი, გარდაიცვალა – 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 413 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოდან 22 მაისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.