რუსეთში ტერაქტი აღკვეთეს: ვრცელდება სპეცოპერაციის ვიდეოკადრები

დაკავებულს ამოუღეს საბრძოლოდ გადაკეთებული ტრავმატული პისტოლეტი თვითნაკეთი საბრძოლო მასალებით, „მოლოტოვის კოქტეილები“, ცივი იარაღი და ასევე დაგეგმილი დანაშულების დღიური.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ტვერის ოლქის ქალაქ კიმრიში ტერაქტი აღკვეთეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყებაზე დაყრდნობით. 

„დაკავებულია რუსეთის მოქალქე, 2001 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ხელისუფლების ორგანოების შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებასთან, სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებზე შეიარაღებული თავდასხმების მომზადებასთან აქვს კავშირი“, — ნათქვამია ფედერალური სამსახურის პრეს-რელიზში.

დაკავებულს ამოუღეს საბრძოლოდ გადაკეთებული ტრავმატული პისტოლეტი თვითნაკეთი საბრძოლო მასალებით, „მოლოტოვის კოქტეილები“, ცივი იარაღი და ასევე დაგეგმილი დანაშულების დღიური.

რუსეთის საავადმყოფოებში ხანძრების რაოდენობა იზრდება: ამჯერად სანქტ-პეტერბურგი - ვიდეო>>

დამნაშავის მოტივებზე არაფერია ნათქვამი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.