მსოფლიო დღეს

„რუსეთში ადამიანის უფლებები ირღვევა“ - აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია შევიდა

რეზოლუცია რუსეთის ხელისუფლებას ბრალს სდებს ჟურნალისტების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ასევე რელიგიური თავისუფლების მომხრეთა დევნაში.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესში შესულია რეზოლუცია „რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის“ შესახებ, იუწყება РИА Новости წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებას კრძალავდა

„რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, სანქციები შემოიღოს რუსეთის მთავრობის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, — ნათქვამია რეზოლუციის ავტორთა განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ელიოტ ენგელი და კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი მაიკლ მაკოლი.

რეზოლუცია რუსეთის ხელისუფლებას ბრალს სდებს ჟურნალისტების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ასევე რელიგიური თავისუფლების მომხრეთა დევნაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე უკვე რამდენჯერმე უარყო მსგავსი კრიტიკა.