COVID-19 - ბოლო ცნობები

ეზუგბაია: შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ

თითოეული მოქალაქე უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში, მომავალში ეს კარგ შედეგს გამოიღებს, გვირჩევს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
Sputnik

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ მოუწოდა მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი და აღნიშნა, რომ ქართველებმა თავიანთი ხასიათის მიუხედავად, ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ.

„მოსახლეობასაც მივმართავ - ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს თვითონ და აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, როცა შენ იცი, რომ ქვეყანას სჭირდება, როცა შენ გვერდზე მყოფს სჭირდება და ყველას სჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბიამ.
კორონავირუსი უკან იხევს? როგორ ვითარდება ვირუსი ქვეყანაში

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში, მომავალში ეს კარგ შედეგს გამოიღებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 642 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 349 ადამიანი, გარდაიცვალა – 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 413 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

27 აპრილიდან დაიწყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. კერძოდ, ნებადართული მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება, გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები და ყველა მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვს.

მარტის ბოლოდან 22 მაისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.