მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპმა ერთ თვეში რეკორდული რაოდენობის შემოწირულობა მიიღო

ირკვევა, რომ მარტის მდგომარეობით, დონალდ ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას საერთო ჯამში თითქმის 190 მლნ დოლარით მეტი ჰქონდათ, ვიდრე ბაიდენსა და დემოკრატებს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა სავარაუდო ოპონენტმა ჯო ბაიდენმა აპრილში თითოეულმა 60 მლნ დოლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო, იუწყება CBS News კანდიდატების საარჩევნო შტაბებზე დაყრდნობით.  

ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებას კრძალავდა

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მცირედით აჯობა დემოკრატებს შემოწირულობების რაოდენობით: ტრამპმა 61,7 მლნ დოლარი მიიღო, ხოლო ბაიდენმა — 60,5 მლნ დოლარი.

ირკვევა, რომ მარტის მდგომარეობით, დონალდ ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას საერთო ჯამში თითქმის 190 მლნ დოლარით მეტი ჰქონდათ, ვიდრე ბაიდენსა და დემოკრატებს. სულ რა თანხა დარჩათ დემოკრატებს აპრილის მონაცემებით საარჩევნო კამპანიისთვის, ბაიდენის შტაბი არ აცხადებს.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ტრამპის საარჩევნო კამპანიის ანგარიშზე ამ დროისათვის 255 მლნ დოლარი არსებობს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები წელს 3 ნოემბერსაა დანიშნული.