მსოფლიო დღეს

ირანელებმა სამხედრო სწავლებაზე რაკეტა საკუთარ ხომალდს მოარტყეს: ინციდენტის ვიდეო

ირანული მხარე რაკეტის შემთხვევით მოხვედრას არც უარყოფს და არ ადასტურებს. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში მომხდარს კვლავ ინციდენტად მოიხსენიებენ, დეტალებზე კი არ საუბრობენ.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ირანული ტელერადიოკომპანია IRIB აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტია ასახული, რა დროსაც ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე ეკიპაჟის 19 წევრი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

კადრებში ჩანს რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებული და ცეცხლმოკიდებული ხომალდი.

​ინციდენტი მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ხომალდ „კონარაკთან“ დაკავშირებით 10 მაისს მოხდა, სამხედრო სწავლებების დროს. მასმედიის ინფორმაციით, ხომალდს შესაძლოა თავად ირანელი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდა ცეცხლის ხაზზე დისტანციის დაუცველობის გამო. 

აღსანიშნავია, რომ ირანული მხარე რაკეტის შემთხვევით მოხვედრას არც უარყოფს და არ ადასტურებს. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში მომხდარს კვლავ ინციდენტად მოიხსენიებენ, დეტალებზე კი არ საუბრობენ.