როგორ იმოქმედა ქართულ კრიმინალზე კორონავირუსის პანდემიამ

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში დანაშაული შემცირდა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ფონზე
Sputnik

საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 10%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

ლანჩხუთში მამაკაცმა ჯერ მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა >>

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუზუსტდა

თებერვლის ბოლოდან საქართველო ცხოვრობს კორონავირუსის პანდემიის პირობებში და იმ დროიდან უსაფრთხოების ზომები თანდათან მკაცრდებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ გაძლიერებული საპოლიციო კონტროლის შედეგად დანაშაული შემცირდა.

ასე, მაგალითად, 1 იანვრიდან 31 მარტი ჩათვლით ქვეყანაში დაახლოებით 16 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩენებელმა 17,8 ათასს გადააჭარბა.

გახსნილია ყველა დანაშაულის 26,3%, გასული წლის ამავე პერიოდშიც იგივე მაჩვენებელი იყო.

ყველაზე გავრცელებული დანაშაული

რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობით პირველ ადგილზე ქურდობა რჩება.

იანვრიდან მარტის ჩათვლით ქვეყანაში დაფიქსირდა დაახლოებით 5,1 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 488 ბინაში შეღწევით არის ჩადენილი.

ქურდული სამყაროს აჩრდილები: რატომ იზიდავთ მოზარდებს კრიმინალური ცხოვრება

რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რიცხვიდან პოლიციამ მხოლოდ 733 ქურდობა გახსნა.

მეორე ადგილზეა ოჯახში ჩადენილი ძალადობა. ამ სახის დანაშაულის დიდ რაოდენობას ხელისუფლება მიმართვიანობის ზრდით ხსნის.

2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 1400 ფაქტი, საიდანაც გახსნილია 785.

რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობით მესამე ადგილზეა არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. 1 იანვრიდან 31 მარტამდე საგამოძიებო ორგანოებმა დაარეგისტრირეს დაახლოებით 1,1 ათასი მსგავსი დანაშაული, აქედან 37 ფაქტი ნარკოტიკების კონტრაბანდას უკავშირდება. ამ სახის დანაშაულის 75,5% გახსნილია.

მძიმე დანაშაული

შსს-ს დანარჩენი დანაშაულის სტატისტიკაც მოჰყავს.

რძალზე ძალადობისთვის დედამთილი დააკავეს

2020 წლის პირველ კვარტალში ჩადენილია 31 მკვლელობა, აქედან 10 - დამამძიმებელ გარემოებაში. გახსნილია მხოლოდ 28 ფაქტი.

გარდა ამისა, ამ პერიოდში ჩადენილია 34 მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენების 104 შემთხვევა და თვითმკვლელობამდე მიყვანის 693 ფაქტი.

ასევე, ამ პერიოდში ჩადენილია 24 გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 42 შემთხვევა და ადამიანებით ვაჭრობის სამი შემთხვევა.

გარდა ამისა, ამ პერიოდში მომხდარი ათასი ავარიიდან 64 შემთხვევა ადამიანების გარდაცვალებით დასრულდა.