COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა აზერბაიჯანში 2500-ს აჭარბებს

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2519 შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმეტესობა - 1650 ადამიანი - კლინიკებიდან უკვე გაეწერა
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

დაავადებამ შეიწირა 71 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 10 მაისისთვის

დასულ დღე-ღამეში მკურნალობა დაასრულა 30-მა ადამიანმა.

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2519 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა - 1650 ადამიანი - კლინიკებიდან უკვე გაეწერა. ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებით 32 ადამიანი გარდაიცვალა.

მკურნალობას აგრძელებს 837 პაციენტი. 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 40-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხეს არ წარმოადგენს.

აზერბაიჯანში კორონავირუსის დასადგენად სულ 193 411 ტესტი ჩატარდა.