ანაკლიაში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს ერთჯერადად გადასცემენ 3 ათას ლარს, სახლის აშენებამდე კი ბინის ქირას გადაუხდიან
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ორსართულიანი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 350 კვ.მ. ფართი. სამსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს ერთჯერადად გადასცემენ 3 ათას ლარს, სახლის აშენებამდე კი ბინის ქირას გადაუხდიან.

ამასთან, როგორც მერიაში განმარტეს, ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს მომავალ წელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სოციალური სახლების მშენებლობის კონკურსში.

დარიალის ხეობაში გზიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო მანქანა გადავარდა

პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების  მშენებლობას, ხოლო მძიმე  საცხოვრებელი  პირობების  მქონე  პირებისათვის  მინიმალური  საცხოვრებელი პირობების  შექმნის  მიზნით  ერთი  თბილი  ოთახის  მოწყობას (ხუთი ათასი ლარის ფარგლებში) (მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ  დამტკიცებული  პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით).

საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ  მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ სათანადო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.  

სოციალური სახლების მშენებლობის კონკურსი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება.