„უკვდავმა პოლკმა“ ონლაინ-მსვლელობა დაიწყო

პროექტში მონაწილეობის სურვილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,7 მილიონმა ადამიანმა გამოთქვა - განაცხადების მიღება გრძელდება
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ამ წუთებში 700 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება „უკვდავმა პოლკმა“ ონლაინ-მსვლელობას, რომელმაც სტარტი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის დროით დილის 11 საათზე აიღო.

ტრანსლაცია ინტერნეტით მიმდინარეობს - „რუსეთის უკვდავი პოლკის“  polkrf.ru, „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“ polk.press ვებგვერდებზე და ონლაინ–კინოთეატრში Окко, ასევე სოციალურ ქსელებში Одноклассники და ВКонтакте, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ გვერდებზე.

ანდრია ჯაღმაიძემ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა

გულგრილი არავინაა - ადამიანები იხსენებენ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირეს, აკეთებენ კომენტარებს, გამოხატავენ გრძნობებს.

პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადი 2,7 მილიონმა ადამიანმა შეიტანა, მათი მიღება დღესაც გრძელდება მოსკოვის დროით 15:00 საათამდე.

პროექტში მონაწილეობენ ადამიანები მთელი მსოფლიოდან. ონლაინ-მსვლელობა გაგრძელდება არა ერთი დღე, არამედ იმდენ დღეს, რამდენიც დასჭირდება, რათა ყველა ვეტერანი გახდეს ვირტუალური პოლკის მონაწილე, რომელიც წითელ მოედანზე მიაბიჯებს.