მსოფლიო დღეს

ინტერნეტით ნეონაცისტური და ტერორისტული პროპაგანდა ძლიერდება: გაერო შეშფოთებულია

გუტერეშის თქმით, ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებები ვიდეოებს აქვეყნებენ უახლეს პლატფორმებსა და დანართებზე, რომლებიც ხშირად ახალგაზრდების ცდუნების მიზნით იქმნება
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ტერორისტები და ნეონაცისტები აქტიურად განაგრძობენ ახალგაზრდების გადაბირებას ინტერნეტის მეშვეობით და ამასთან ახდენენ საზოგადეობის რადიკალიზაციას, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.

„უკიდურესად ვარ შეშფოთებული იმით, რომ ტერორისტები და ნეონაცისტები ზრდიან გადაბირებას და [აძლიერებენ] რადიკალიზაციას ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, — აღნიშნა მან. 

გუტერეშის თქმით, ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებები ვიდეოებს აქვეყნებენ უახლეს პლატფორმებსა და დანართებზე, რომლებიც ხშირად ახალგაზრდების ცდუნების მიზნით იქმნება. 

გაეროს გენმდივანი: 2020 წელს მსოფლიომ შესაძლოა ასობით ათასი ბავშვი დაკარგოს

„მათი გზავნილები გაჟღენთილია ცრუ დაპირებებითა და რეალური წაქეზებით, რაც საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებზეა გათვლილი“, — განმარტა გაეროს გენმდივანმა.

გუტერეშის აზრით, მშობლებმა, პედაგოგებმა და ყველა ავტორიტეტულმა ადამიანმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები „ამ იატაკქვეშა სიძულვილის გავრცელების წინააღმდეგ“.

გაეროს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ გასულ წელს სპეციალური სტრატეგია და მოქმედების გეგმა აამუშავა სიძულვილის შემცველი გამონათქვამების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებსა და „მშვიდობიანი, ინკლუზიური და წარმატებული საზოგადოების“ მუშაობას მოიაზრებს.