მსოფლიო დღეს

„ჩვენ ყველაზე მეტს ვიხდით“: ტრამპი მალე გადაწყვეტს „ჩინეთის მარიონეტის“ საკითხს

პრეზიდენტის განმარტებით, აშშ ჯანმოს წელიწადში თითქმის 500 მლნ დოლარს უხდის, ორგანიზაცია კი „ჩინეთის მარიონეტად“ იქცა
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ვაშინგტონი მალე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, განაგრძობს თუ არა ამერიკული მხარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსირებას, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News–ის ეთერში. 

„ჯანმოს რეფორმირება აუცილებელია“: ტრამპი და მაკრონი შეთანხმდნენ

„როგორც იცით, ჩვენ მათ თითქმის 500 მლნ დოლარს ვუხდით წელიწადში. მალე გავაკეთებ განცხადებას ამასთან დაკავშირებით“, — აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ოგანიზაცია „ჩინეთის მარიონეტად“ იქცა და არ დააფიქსირა ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაშვებული დარღვევები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას ეხებოდა.

„ჩვენ 450 მილიონს ვიხდით, ჩინეთი — 38 მილიონს. და ჩინეთი კარნახობს მათ, რა უნდა აკეთონ. როგორ მოგწონთ?“ — განაცხადა ტრამპმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მრავალი წლის განმავლობაში უხდიდა ჯანმოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაფინანსებას უწყვეტდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ვინაიდან ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ და არ მიიტანა მსოფლიო საზოგადოებამდე სიმართლე.