COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 88 წლის პაციენტი განიკურნა

პაციენტი მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსისგან სულ 288 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.

„გვაქვს გამოჯანმრთელება ერთი 18 წლამდე მოზარდის, ასევე გამოჯანმრთელდა 88 წლის ქალბატონი. 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირება სულ 623 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 288, გარდაცვლილია 9 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 559 პაციენტია.