COVID-19 - ბოლო ცნობები

რა უნდა ქნას მოსახლეობამ, თუ შემოდგომაზე COVID-19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი არ გამორიცხავს სცენარს, რომ შემოდგომაზე გრიპისა და კორონავირუსის გავრცელება ერთმანეთს დაემთხვეს.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემოდგომის ბოლოს COVID-19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდა, სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ხუთშაბათს „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა
„შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ-ჯგუფები მოვიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

აქედან გამოჯანმრთელდა 288 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 446 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსი და უმუშევრობა: რამდენი საწარმო შეამცირებს თანამშრომლებს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.