„იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი ქართველი

გამოძიების მონაცემებით, ჯანაშია და მისი თანამზრახველები მანამდე ფარულად უთვალთვალებდნენ „იაპონჩიკს“. მკვლელობის დღეს ის ასევე იყო დანაშულის ადგილზე.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დაკავებულია რუსი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე „იაპონჩიკის“ მკვლელობის მესამე სავარაუდო მონაწილე ჯამბულ ჯანაშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მოსკოვის ბასმანის სასამართლოს პრეს-მდივან ირინა მოროზოვაზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანაშიას, რომელიც მოსკოვში დააკავეს საკუთარ ბინაში, იარაღით უკანონო ვაჭრობა და ორგანიზებულ მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. 

„იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი ქართველი

მანამდე, თებერვალში სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს საქმის სხვა ფიგურანტი მურთაზ შედანია, ხოლო აპრილში სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორს ილია სიმონიას (მეტსახელად „მახო), რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

ვიაჩესლავ ივანკოვი („იაპონჩიკი“) 2009 წლის ივლისის ბოლოს მძიმედ დაიჭრა სნაიპერის ტყვიით, როდესაც ის მოსკოვის რესტორნიდან გამოდიოდა. კრიმინალური ავტორიტეტი რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიების მონაცემებით, ჯანაშია და მისი თანამზრახველები მანამდე ფარულად უთვალთვალებდნენ ივანკოვს რესტორანთან. მკვლელობის დღეს ის ასევე იყო დანაშულის ადგილზე და მკვლელობის ორგანიზატორსა და შემსრულებელს შორის კავშირს უზრუნველყოფდა.

„იაპონჩიკის“ უშუალო მკვლელის, ქილერის სახელი უცნობია.