„უკვდავი პოლკი“ წელს კორონავირუსის გამო ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება

პროექტზე იმუშავებს 3 ათასზე მეტი მოხალისე-მოდერატორი, რომელთაგან უხუცესი 80 წელსაა მიღწეული და რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. „უკვდავი პოლკის“ აქცია კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, განაცხადა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარემ სერგეი მაკაროვმა.

„უკვდავი პოლკის“ ონლაინ-მსვლელობა 9 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნა მაკაროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня-ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა. 

„უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ აქციაში მონაწილეობას 600 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს

მან ხალხს მოუწოდა ინიციატივის მხარდაჭერისკენ, რომელიც სსრკ-ის სახალხო არტისტმა ვასილი ლანოვოიმ წამოაყენა - ომის მონაწილეთა შთამომავლები 9 მაისს, 19:00 საათზე თავიანთი ნათესავი ვეტერანების პორტრეტებით ხელში აივნებზე გამოვიდნენ და შეასრულონ სიმღერა „გამარჯვების დღე“.

მისი სიტყვებით, ონლაინ-ღონისძიება გაგრძელდება არა ერთ დღეს, არამედ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ვირტუალურ პოლკში მოხვედრილი ყველა ვეტერანი იყოს წარმოდგენილი.

„სბერბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ სტანისლავ კუზნეცოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამჟამად „უკვდავი პოლკის“ მონაცემთა ბანკში უკვე ორ მილიონამდე ფოტოა შესული.

„ვფიქრობ, ამ ორ დღეში, რომელიც 9 მაისამდე რჩება, კიდევ ბევრი ფოტო დაემატება“, - განაცხადა კუზნეცოვმა.

რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „გამარჯვების მოხალისეების“ ცენტრალური შტაბის თავმჯდომარემ ოლგა ამელჩენკოვამ აღნიშნა, რომ პროექტზე იმუშავებს 3 ათასზე მეტი მოხალისე-მოდერატორი, რომელთაგან უხუცესი 80 წელსაა მიღწეული და რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ცხოვრობს. 

„უკვდავი პოლკის“ აქცია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგ დომენებზე: https://2020.polkrf.ru, https://ok.ru/app/immortal-regiment, https://vk.com/polk_app, https://sber9may.ru.

სოციალურ ქსელში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გმირობის შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად საჭიროა გაზიარებულ ფოტოს მიუწეროთ ჰეშთეგი: #Бессмертныйполк2020, #Бессмертныйполконлайн, #ДеньПобедыдома, #9маявсети, #9маЯпомню.

პირველად „უკვდავი პოლკის“ აქცია ტომსკში ჩატარდა. 2015 წელს მსვლელობაში რუსეთის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 12 მილიონამდე ადამიანმა. ამის შემდეგ შეიქმნა რუსეთის საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი" არის შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს წინაპრების გმირობასა და გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდავეთსა და სხვა სახელმწიფოებში იმართება.