ქართველი რეჟისორის ფილმი საფრანგეთის ყურადღების ცენტრში მოექცა

ეს არის ფერადი და გულის ამაჩუყებელი ისტორია სიმპათიური ლომის ბოკვერზე, რომელიც საკუთარი გარეგნობით შეშფოთებულია და იდეალურ „ლუქს“ ეძებს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ქართველი რეჟისორისა და ილუსტრატორის ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი New Look for Lion („ახალი იმიჯი ლომისთვის“) საფრანგეთის ქალაქ ანსიში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის კონკურსის პროგრამაში შევიდა.

„ჯიბის კაცმა“ კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა

ფესტივალი ანსიში (Festival international du film d'animation d'Annecy) ყოველწლიურად ივნისში იმართება.

2020 წელს ფორუმმა მთელი მსოფლიოდან 3 ათასზე მეტი ფილმი გააერთიანა. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსი გადაიდო.

ანა ჩუბინიძის მულტფილმი მოგვითხრობს ლომის ისტორიას, რომელიც წვეულებისათვის ახალი იდეალური ვარცხნილობის ძებნაშია. ლომმა მოიარა ქალაქის ყველა დალაქი, მაგრამ - უშედეგოდ.

ვერც ზებრა, ვერც სპილო, ვერც ანტილოპა და ვერც თუთიყუში და ფლამინგო მისთვის სასურველი ვარცხნილობის შერჩევას ვერ ახერხებენ. მოულოდნელმა წვიმამ მიახვედრა, რომ საუკეთესოა მისი ბუნებრივი ვარცხნილობა.

აღსანიშნავია, რომ ანა ჩუბინიძის ნამუშევრები საფრანგეთში არაერთხელ იყო წარდგენილი. მისი ქართულ-ფრანგული მულტფილმი „ჯიბის კაცი“ - ანიმაციის სფეროში ქვეყნების პირველი კოპროდუქცია - მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის L'ombre d'un court პრიზიორი გახდა.

ქართველი რეჟისორის ფილმი საფრანგეთის ყურადღების ცენტრში მოექცა

„ჯიბის კაცი“ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა - პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ახალგაზრდული ჟიურისგან და ახალგაზრდული აუდიტორიის მაყურებელთა სიმპათიის პრიზი.