COVID-19 - ბოლო ცნობები

გიდებს მუზეუმებში, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე უფასო შესვლის უფლება ექნებათ

ეკონომიკის მინისტრმა გიდებისთვის სპეციალური პლატფორმის შექმნა დააანონსა და აღნიშნა, რომ მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ტურიზმის განვითარებაში.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში სახელმწიფო გიდებსაც დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„გვჭირდება გიდი!“ – საქართველო პროფესიონალ ექსკურსიამძღოლთა დეფიციტს განიცდის

მისი თქმით, ეს არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ძალიან სპეციფიკური ჯგუფი ადამიანების, სპეციალისტების, მიკრომეწარმეებისა, რომლებიც დიდ პროდუქტს ქმნიდნენ საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში.

თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლება მათთვის პროგრამას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მათი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და გადამზადება მოხდება. ასევე, მისი თქმით, გიდები ჩაერთვებიან მცირე ბიზნესის და მიკრო-გრანტების პროგრამებში.

ჩვენი ქვეყანა მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს - ნათია თურნავა
„ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას, რომელიც მათ შესთავაზებს ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში. ესენია - მათი უფრო ფართო ჩართვა არსებული მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკრო-გრანტებში, სერტიფიცირება და ხარისხი, გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცემთ შესაძლებლობას, უფასოდ წავიდნენ მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და მსგავს ობიექტებზე. ეს ობიექტები ყველაზე სწრაფად ამოქმედდება", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.