COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკის გახსნის პროცესზე ისაუბრეს

პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელებისა და პოსტკრიზისული პერიოდის გადალახვის გეგმების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა სატელეფონო საუბრისას კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის გახსნის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტურიზმის აღორძინება: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტები

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი - ტურიზმი. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ტურიზმის სანიტარული ნორმების შესამუშავებლად საჭიროა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.

სალომე ზურაბიშვილმა კერსტი კალიულაიდთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში ქართულ–ესტონური ურთიერთობების სხვა აქტუალური საკითხები.