COVID-19 - ბოლო ცნობები

სახიფათო და იშვიათი: ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

გასულ კვირაში ამერიკელმა მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებულ სამ ბავშვს იშვიათი ანთებითი სინდრომი აღმოუჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-თან არის კავშირში. სამივე ბავშვს აღენიშნებოდა სიცხე და ანთებითი პროცესები გულსა და ნაწლავებში.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკის ხელისუფლება ძლიერ არის შეშფოთებული იმით, რომ ქალაქში იზრდება ბავშვებზე კორონავირუსის ზემოქმედების შემთხვევები, განაცხადა ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

„აქამდე არ შეგვინიშნავს, რომ კორონავირუსით ახალგაზრდები ისევე იტანჯებოდნენ, როგორც უფროსი ასაკის ადამიანები. მაგრამ ბოლო დღეებში მოხდა ისეთი რამ, რაც ჯანდაცვის დეპარტამენტს აშფოთებს“, - განაცხადა ბლაზიომ პრესკონფერენციაზე.

ქალაქის მერის თქმით, ნიუ-იორკში უკვე 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს

ბილ დე ბლაზიომ განმარტა, რომ საუბარია დავადებული ბავშვის კონკრეტულ მდგომარეობაზე, როდესაც მას უწევს სიცხე, ეწყება გამონაყარი, ტკივილი მუცელში და ღებინება.

„თუ ბავშვს ეს სიმპტომები შენიშნეთ, განსაკუთრებით, ყველა ერთად, მაშინვე ექიმს დაურეკეთ“, — მოუწოდა მერმა მშობლებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ამერიკელმა მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებულ სამ ბავშვს იშვიათი ანთებითი სინდრომი აღმოუჩინეს, რომელიც სავარაუდოდ COVID-19-თან არის კავშირში. ექვსი თვიდან რვა წლამდე ასაკის სამივე ბავშვს აღენიშნებოდა სიცხე და ანთებითი პროცესები გულსა და ნაწლავებში. 

ბავშვებში ატიპური დაავადება დაფიქსირდა: ექიმები კორონავირუსთან კავშირს იკვლევენ>>

მანამდე მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემების წარმომადგენლებმაც.