მსოფლიო დღეს

ილონ მასკი კოსმოსში „ბოევიკს“ გადაიღებს - ცნობილია მთავარი როლის შემსრულებელი

​გამოცემის წყაროს თქმით, პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე აშშ-ის ფედერალური კოსმოსური უწყება NASA.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გადაწყვიტა, მსოფლიოში პირველმა გადაიღოს ბოევიკი კოსმოსში, რომელშიც მონაწილეობას ტომ კრუზი მიიღებს, იუწყება Deadline წყაროებზე დაყრდნობით.

​გამოცემის წყაროს თქმით, საუბარია არა ფრანჩიზა „შეუსრულებელი მისიის“ გაგრძელებაზე, არამედ ცალკე პროექტზე, რომელიც ამ დროისათვის დამუშავების ადრეულ ეტაპზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე აშშ-ის ფედერალური კოსმოსური უწყება NASA. 

ილონ მასკის ავტომობილი Tesla Roadster-ი კოსმოსური თანამგზავრების კატალოგში შეიტანეს

აღსანიშნავია, რომ კოსმოსში ფილმის გადაღება არ არის ილონ მასკის პირველი ექსტრავაგანტული პროექტი. 2018 წელს მან კომპანია Tesla-ს ელექტრომობილი გაუშვა კოსმოსში რაკეტა Falcon Heavy-ის სასარგებლო ტვირთის სახით. ეს იყო წითელი სპორტული მანქანა Tesla Roadster, რომლის საჭესთანაც მანეკენი იჯდა.

გარდა ამისა, დედამიწის ორბიტაზე უკვე მოძრაობს ილონ მასკის კომპანიის Starlink-ის თანამგზავრები, რომელთა რაოდენობა ამ დროისათვის 420 ერთეულს შეადგენს.