ტურიზმის აღორძინება: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტები

პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელებისა და პოსტკრიზისული პერიოდის გადალახვის გეგმების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰანისს ტელეფონით ესაუბრა, იუწყება სახელმწიფო მეთაურის პრეს-სამსახური

ზურაბიშვილის ფონდმა 624 უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფარა

პრეზიდენტებმა განიხილეს მსოფლიოსა და საკუთარ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება და მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმი როგორც საქართველოში, ისე რუმინეთში ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა და პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა და მუშაობა მისი აღორძინებისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში ქართულ–რუმინული ურთიერთობების სხვა აქტუალური საკითხები.

რუმინეთის პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა პანდემიისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს.